საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც სცდება.
უსუფაშვილის აღნიშნავს, რომ "მთავარია, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება და ყველას ჰქონდეს საშუალება იმისა, გამოთქვას საკუთარი აზრი და სხვამ ამ აზრზე კიდევ თავისი აზრი".
"არ მგონია, ვინმე მიზნად და ამოცანად ვისმეს პიროვნულ შესწავლას ისახავდეს. ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები, მოვლენები ყველასათვის საინტერესოა, ამიტომ თუკი ამა თუ იმ თემაზე მეტი მოსაზრებები გვექნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან არავის არ ეკუთვნის ჭეშმარიტებაზე მონოპოლია და არც არავინ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. ამიტომ ყველას გვაქვს საშულება იმისა, ჩვენი აზრი გამოვხატოთ. რაც შეეხება ზეწოლას, ამას დასაბუთება სჭირდება. მე რომ გითხრათ, რომ თქვენი მიკროფონი არ მომწონს, ეს ზეწოლა არ არის - ეს ჩემი აზრია, რომელიც უნდა მეთქვა ან არ უნდა მეთქვა, მაგრამ თუკი ხელიდან მიკროფონს გამოგართმევთ, მაშინ ზეწოლას ექნება ადგილი. ასე რომ, არასამთავრობო სექტორი საქართველოში იყო და არის თავისუფალი, დარჩება თავისუფალი, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ცდება, ისევე როგორც პოლიტიკოსები - ხან ვცდებით, ხან სწორს ვლაპარაკობთ, მაგრამ თავისუფალი ვრჩევით. მთავარია უზრუნველყოფილი იყოს სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური თავისუფლება. დანარჩენი ყველას აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას, სხვამ ამ აზრზე - კიდევ თავისი აზრი გამოთქვას", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
„კვლევას ვაკეთებ მათზე, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან ლომჟარია, გიგაური და კოჟორიძე. საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ბევრი კითხვა გვაქვს მათზე. ამ სამ პიროვნებაზე განსაკუთრებით, რომელიც ყველაზე აქტიური იყო, მათზე დავდებთ სწორედ კვლევას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






