„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გუშინდელ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
ხაჩიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სწორ ნაბიჯებს დგამს და კარგი იქნება, თუ ივანიშვილის განცხადებას არსებითად არ მიიღებს და მწყობრად გააგრძელებს დაგეგმილ პროცესს.
"ჩემის აზრით, პრეზიდენტი მარგველაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ძალიან სწორ პროცესს წარმართავს (ვგულისხმობ კონსულტაციებს)
ამ პროცესის საბოლოო შედეგი უმნიშვნელოვანეს გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.
შესაბამისად, კარგი იქნება თუ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არსებითად არ მიიჩნევს ივანიშვილის სრულიად უპასუხისმგებლო, აგდებულ ტონს აღნიშნულთან დაკავშირებით და მწყობრად გააგრძელებს დაგეგმილ პროცესს საბოლოო გადაწყვეტილებამდე". - წერს სოციალურ ქსელში გოგა ხაჩიძე.
მასალის გამოყენების პირობები






