საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დაანონსებულ კვლევას ეხმაურება, რომელზეც გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
საიას თავმჯდომარეს, ივანიშვილის კვლევის ობიექტების კრიტიკაზე მეტად, ამ საქმის მიზნობრიობა აინტერესებს, რადგან მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორი, ისედაც ყოველთვის ღიია კრიტიკის მოსასმენად.
„ვფიქრობ, რომ არასამთავრობო სექტორი ისევე, როგორც ნებისმიერი აქტორი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ღიაა იმისთვის, რომ მოისმინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკა, მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს არგუმენტირებული.
ჩემთვისაც საინტერესო იქნებოდა ალბათ, რა კვლევაზეა საუბარი, თუმცა ასევე საინტერესო იქნებოდა, რა მიზანს ემსახურება ეს კვლევა და რატომ გახდა საჭირო ამ კვლევის ჩატარება“, - აცხადება ნაცვლიშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებლის, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კვლევა მზადდება.
მასალის გამოყენების პირობები






