ნავთობპროდუქტების ბაზარზე შუამავალმა კომპანიებმა კონკურენციის კანონი დაარღვიეს - პრემიერი
პოლიტიკა - 10:43, 29 Jan, 2015     1703
ნავთობიმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივი საოპერაციო ხარჯები არ გაზრდილა, შემცირდა საერთაშორისო ბაზრებზე შეძენილი ნავთობპროდუქტების ფასი, მაგრამ სამწუხაროდ გაუგებარი რჩება, ამ ფასთა სხვაობის ეფექტით რატომ ვერ ისარგებლა ადგილობრივმა მომხმარებელმა, - ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველად შედეგებზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მსოფლიო ბაზარზე დაიწყო ნავთობზე ფასების მნიშვნელოვნად შემცირების ტენდენცია, და დღეის მდგომარეობით სახეზეა დაახლოებით 60% -მდე კლება.
კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ ერთ თვეში.
„სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიანი უკმაყოფილების საბაბი გახდა და გააჩინა კითხვები. ჩვენი აზრით, თავისუფალ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, უნდა მომხდარიყო კომპანიების მიერ ადეკვატური საფასო პოლიტიკის განხორციელება. თუმცა, ამის საპირისპიროდ, სახეზეა კომპანიების მიერ ფასების უმნიშვნელო შემცირება. გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა, კერძოდ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანსაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტო საკითხის სიღრმისეულ კვლევას განაგრძობს, ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონიძიებებს და კანონის ფარგლებში დაიცავს მომხმარებლის ინტერესებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42