პრემიერ-მინისტრის თქმით, ლარის კურსის ვარდნა ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ გამოიწვევს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბოლოდროინდელი გაუფასურება გამოწვეულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით.
„საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი, რაც არის ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე ოპტიმალური რეჟიმი. საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. კურსის გაუფასურების გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ უნდა ველოდოთ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვნად მცირდება ნავთობის ფასები. ფასების საშუალოვადიან დინამიკას აკონტროლებს ეროვნული ბანკი, რომელსაც აქვს შესაბამისი ინსტრუმენტები და მთავრობის სრული მხარდაჭერა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით გავაკეთოთ ყველაფერი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






