საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბოლო დღეებში საპატრულო პოლიციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოებს ეხმაურება.
როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებული ანტისახელმწიფოებრივი კამპანია.
„არ შემიძლია არ შევეხო ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოებს. მართლაც ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა, რომელიც „ნაციონალებმა“ წამოიწყეს. ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, სახეზეა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა. ვიდეოები მიუითთებს იმაზე, რომ მათ სურთ, მოახდინონ ჩვენი საამაყო პოლიციელების, ღირსეული ოფიცრების და საზოგადოების უსაფრთხოების დამცველეის დისკრედიტაცია. ეს ძალიან სახიფათო თამაშია. მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






