საქართველოში ორდღიანი ოფოციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვია.
ვიზიტის მთავარი მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალების განხილვა.
„მოუთმენლად ველი შეხვედრებს ჩემს ქართველ კოლეგებთან. განვიხილავთ ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს. შევხვდები ოპოზიციის წარმომადგენლებს და პატრიარქს. ამის შედეგად საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე წარმოდგენა შემექმნება, ასევე ვეწვევი ვაზიანის სასწავლო ცენტრს“, - განაცხადა თბილისის აეროპორტში ვერშბოუმ.
ნატოს მაღალჩინოსანი პირველ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, დავით ბაქრაძესთან, გამართავს, რის შემდეგაც მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ვერშბოუ ასევე შეხვდება პრემიერს, თავდაცვის მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
მასალის გამოყენების პირობები






