განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში შეყვანა დაუშვებელია.
„მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 5 წლის ასაკიდან სკოლაში სწავლა დაშვებულია ასეთ წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებში, როგორც არის:
ავსტრალია
მალტა
ახალი ზელანდია
დიდი ბრიტანეთი
დანია
ამერიკის შეერთებული შტატები
თუ დავუჯერებთ მავნებელ განათლების მინისტრ სანიკიძეს, ამ ქვეყნების მთავრობები ღუპავენ თავიანთ მომავალ თაობებს და მათ სასწრაფოდ სჭირდებათ “მავნებლობის ექსპერტის” - სანიკიძეს დახმარება.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას ,რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში მშობელს შეეძლო ბავშვის მიყვანა სკოლაში 5 წლის ასაკში, მაგრამ ეს არ იყო სავალდებულო , არამედ ნებაყოფლობითი და მშობელი თვითონ წყვეტდა ამ საკითხს. სამწუხაროდ, ამჟამინდელმა განათლების მინისტრმა გადაწყვიტა , რომ მშობელს ასეთი არჩევანი არ უნდა ჰქონდეს. არადა ახლა სკოლებში წარმატებულად სწავლობს დაახლოებით 50 000 ბავშვი რომელიც 5 წლის ასაკში შევიდა სკოლაში“, - წერს სოციალურ ქსელში შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






