ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს კიდევ ერთ შენიშვნას აძლევს. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ივანიშვილმა განაცხადა, მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებს ხელოვნურად აჭიანურებს.
„პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას. დააფუძვნა „ქვეყნის პირველი პირი“, ჯერ „ფეისბუქით“ დაიწყო და საზოგადოებაც და მედიაც ამას იმეორებს. ფორმალურად მართლა ესე ეწოდება, სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ კონსტიტუციით მას აქვს ის უფლებები, რაც კონსტიტუციამ მიანიჭა. ცდილობს შინაარსშიც აიყვანოს ეს ფორმა. ძალიან მაღლა სწევს იმ თემას, რაც მისი პრეროგატოვაა. მაგალითად, მოსმენების თემაზე ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ეს განკარგავს ყველაფერს და მას მოუწოდებდი, რომ ის რაც გააჩნია ის გამოიყენოს ეფექტურად. დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც ქვეყანას სჭირდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის თემასაც ძალიან მაღლა წევენ. აი რაღაცას აკეთებს ვითომ მარგველაშვილი. დაასახელოს დროულად კანდიდატურა“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






