“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ ერთ-ერთი ხელმძრვანელი ირაკლი ფირცხალავა ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელის შესახებ ინფორმაცია აქვს.
„რას ნიშნავს დეტალებს არ გაამხელს? პროკურატურა გამოფხიზლდი, მკვლელის ვინაობა იცის არეშიძემ.
სახეზე გვაქვს კლასიკური ნიმუში დანაშაულის დაფარვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის!“, - წერს სოციალურ ქსელში ფირცხალავა.
მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მკვლელმა ქვეყანა დატოვა და თურქეთში გადავიდა. ექსპერტის თქმით, ის სავარაუდო მკვლელოს შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ის თურქეთში გადავიდა. შემსრულებლიდან დამკვეთზე გასვლა ადვილია. ამ საქმის გახსნა სწორედ დამკვეთების აქტიურობითა და კვალის დარჩენით მოხდება. მათ უკვე დატოვეს რამდენიმე კვალი", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






