ლარის გასამყარებლად უმრავლესობის მიერ დასახული გეგმა მცდარია - მაჭავარიანი
პოლიტიკა - 14:02, 28 Jan, 2015     1360
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მაჭავარიანის თქმით ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხის გადასაჭრელად მცდარია და ის შედეგს ვერ მოიტანს. მაჭავარიანი მოუწოდებს ხელისუფლებას გამოვიდეს "კარტოფილის" ეკონომიკიდან და მიხედოს რეალურ ეკონომიკას, ამისთვის კი საჭიროა ქართული პროდუქციის ექსპორტზე ზრუნვა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ორ ლარს მიაღწია. როგორც ჩანს ესეც არ არის მაქსიმუმი და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში არც თქვენ და არც საზოგადოებას არ მოუსმეია არანაირი კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოხდებოდა საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება. თუმცა, ის რასაც უმრავლესობის წევრები გვთავაზობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა შეისყიდოს დოლარი, სულაც არ არის გაჯანსაღების გზა. მათ სამწუხაროდ არ ესმით რომ თუ ლარს ეკონომიკიდან ამოიღებ ეკონომიკა შემცირდება. ამას სჭირდება ინვესტიციები, სამუშაო ადგილების შექმნა.

პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ლარის გაუფასურებასთან, პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია უმუშევრობასთან, პრობლემები, და არაინაირ გეგმა ჩვენს მთავრობას არ აქვს წარმოდგენილი მათ გადასაჭრელად, გარდა იმისა რომ შეიკრიბონ შეიყუჟონ კაბინეტებში და ილაპარაკონ. შევახსენებთ ჩვენს მთავრობას, რომ კარტოფილის ეკონომიკიდან უნდა გამოვიდნენ და რეალურ ეკონომიკას მიხედონ. მიხედონ ინვესტიციებს, რადგან 2015 წელს ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი პროდუქტის ექსპორტი რუსეთში. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება მხოლოდ ხელმოწერა ჰგონიათ და იმასაც არ აკეთებენ რომ რაღაც ტიპის პროდუქციაზე, თუნდაც ღვინოზე გახსნან ევროპის ბაზარი. “- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42