საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს უმასპინძლეს. შეხვედრას, ასევე, დაესწრო აშშ-ის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი მეთიუ დიმიკი.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მათ ყურადღება უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხებსა და აღნიშნულ პროცესში აშშ-ის ჩართულობაზე გაამახვილეს. შეხვედრაზე მხარეებმა „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც იმსჯელეს. აშშ-ის ელჩმა მასპინძელ მხარეს ქართული კონტინგენტის მიერ ISAF-ისა და გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები






