ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთისათვის სანქციების გამკაცრებასა და უფლებამოსილების შეჩერება თუ შეზღუდვების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.
გამორიცხული არ არის, რომ სანქციები უფრო გამკაცრდეს ან შესაძლებელია, იგივე სანქციები რაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, ანუ რუსული დელეგაციისთვის შეჩერებული ხმის უფლება ანალოგიური ფორმით გაგრძელდეს.
ქართული დელეგაციის წევრი საპარლამენტო უმცირესობიდან დავით ბაქრაძე ამბობს, რომ იმ მიზეზების ჩამონათვალში, რისთვისაც რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს, უნდა მოხვდეს საქართველოც.
„არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ევროსაბჭომ გააუქმოს ან შეამსუბუქოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამ სანქციებში უკრაინასთან ერთად უნდა იყოს ნახსენები საქართველოც. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - ამბობს ბაქრაძე.
გუშინ ევროსაბჭომ სპეციალური რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც ოფიციალურად ჩაიწერა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
მასალის გამოყენების პირობები






