ჯეიმს აპატურაი NATO-ში ლევან დოლიძის საქმიანობას დადებითად აფასებს
პოლიტიკა - 11:18, 28 Jan, 2015     1339
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე ლევან დოლიძის საქმიანობას დადებითად აფასებს.

ჯეიმს აპატურაიმ ლევან დოლიძესთან გამოსამშვიდობებელი სადილი გამართა, რომლის შესახებაც ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეიქბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ინფორმაციას შეხვედრის ფოტოც ახლავს თან.

„ლევან დოლიძესთან და მის მომხიბვლელ მეუღლე ქეთევანთან გამოსამშვიდობებელი სადილი გავმართე. იგი შეიძლება განათლებით დიპლომატი არ არის, მაგრამ მან საქართველოსთვის დიდი სამუშაო გასწია. ასევე, მქონდა პატივი ევროკავშირში საქართველოს ელჩს შევხვედროდი, რომელმაც აშკარად ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

ნატო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ პოსტი 26 იანვარს დატოვა. დოლიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დატოვეს. ლევან დოლიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის ძმაა.

ამასთან, როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ნატო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის კანდიდატურა უახლოეს მომავალში დასახელდება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42