ყოფილმა სამართალდამცავმა ირაკლი ფირცხალავამ გადაცემა „არჩევანში“ ია მეტრეველის და სახალხო დამცველის განცხადებებზე ისაუბრა და განაცხადა რომ ამ განცხადებების საფუძველზე და პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებს.
"ხორციელდება ზეწოლა. ამ წნეხის პირობებში კი მეც და ჩემი მეგობრებიც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დაგვაკავებენ. თუმცა, გაქცევას და დამალვას არ ვაპირებთ. არც მოწმეებზე ზეწოლას არ ვახდენთ," - აცხადებს ფირცხალავა.
ფირცხალავაა თქმით პატიმრის ამ თემასთან დაკავშირებით მან შსს-ს ერთი წლის წინ მიმართა და გამოძიების დაწყება თხოვა
"ეს არის ერთი წლისწინანდელი ამბავი. მაშინ ვაზაგაშვილების ადვოკატებმა თქვეს იგივე, შემდეგ ქალბატონი ია მეტრეველი საუბრობდა ამაზე. მინდა, ვთქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე გასული წლის 27 იანვარს მივმართე შსს-ს, გამოეძიებინა ეს ფაქტი. დამიბარეს, დამკითხეს, საბოლოოდ კი მითხრეს, რომ ამ საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, რადგან საქმეში პატიმარი ფიგურირებდა," - განაცხადა ფირცხალავამ.
შეგახსენებთ ომბუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია, მსჯავრდებულის შესახებ, რომელმაც სახალხო დამცველს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მას ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მოკვლა დაავალა.
განცხადება ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა:
მასალის გამოყენების პირობები






