„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი, პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ დღევანდელ უმრავლესობაში მსგავსი კომისიის შექმნის შანსები მინიმალურია.
„არ შეიქმნება არავითარი საგამოძიებო კომისია პარლამეტში. რატომ არ შეიქმნება საგამოძიებო კომისია? ამაზე მარტივად გაგცემთ პასუხს, - იმიტომ, რომ "ქართლ ოცნებას" 86 მანდატი უპყრია ხელთ. როდესაც ყველანი ერთად ქუჩაში ქოჩორაშლილები ვიდექით, მაშინ სხვანაირად ფიქრობდნენ,“ - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო კომისიის შექმნის მოთხოვნით უკვე მიმართა პარლამენტს. ისინი ქვეყანაში კრიზისული ვითარებისა და შეკვეთილი მკვლელობების საპარლამენტო მონიტორინგს ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






