დავით ნარმანია მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავების სამუშაოებს დაესწრო
პოლიტიკა - 17:54, 27 Jan, 2015     1408
თბილისის მერი დავით ნარმანია მელიქიშვილის გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო.

მიწისქვეშა გადასასვლელებს შპს „უძრავი ქონება - თბილისი“ და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გასული კვირიდან, ერთობლივი ძალებით ასუფთავებენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში არსებული ყველა მიწისქვეშა გადასასვლელი ეტაპობრივად მოწესრიგდება და სპეციალური ხსნარით გაირეცხება. თბილისის მერი მოქალაქეებს შეახსენებს, რომ გარემოს დაბინძურება ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედებაა და პირველ შემთხვევაში 50, განმეორების შემთხვევაში კი 150 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

იგი მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მიწისქვეშა გადასასვლელების დაბინძურებისა და კედლებზე განცხადების განთავსებისგან. დავით ნარმანიას თქმით, განცხადებებისთვის სპეციალური ადგილები გამოიყოფა.

დედაქალაქში არსებული 51 მიწისქვეშა გადასასვლელი შპს „უძრავი ქონება - თბილისის“ დაქვემდებარებაში თბილისის მთავრობის 21 იანვრის გადაწყვეტილებით გადავიდა. მთავრობის სხდომაზე კომპანიას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისთვის თბილისის მერმა 10 დღის ვადა მისცა. გარდა ამისა, არსებული რესურსებით მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად კომპანიას გეგმა გრაფიკის შემუშავება დაევალა.

თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის დამონტაჟდა ლიფტები.

მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა პატრონობა სამ სხვადასხვა უწყებაზე იყო გადანაწილებული და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42