მედიის წარმომადგენლთა უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის დაუშვებელია არგუმენტი, რომ კანონპროექტის მიღება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთერთი პირობაა.
მაუწყებლის კანონში შესატანი, დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგია ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელი ნინო ჯანგირიაშვილი. მისი თქმით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სპონსორობა აზრს კარგავს და ეს დიდი დარტყმა იქნება მედიისთვის.
ტელეკომაპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირქტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით კი აღნიშნული კანონპროექტის ფორსირებული წესით მიღება პარლამენტის მიერ მიუღებელია, რადგან მედია ორგანიზაციები ვერ შეძლებენ ახალ რეგულაციებზე მორგებას.
„მედია არის სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, მისი დამოუკიდებლობა არის ქვეყნის დემოკრატიის პულსი და თუ ჩვენ რეგულაციებს მივიღებთ, მედია დაკარგავს ფინანსურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
განხილვას ასევე ესწრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია.
მასალის გამოყენების პირობები






