იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავენ.
შეხვედრის დეტალები უცნობია, რადგან მხარეებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ერთადერთი ვინც შეხვედირაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა „აირზენას“ წარმომადგენელია.
თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს-გაზარდოს ფრენების სიხშირე. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და გაიზრდება მოსკოვის მიმართულებით ფრენები, ქართული ავიაცია რუსეთში ფრენებს შეწყვეტს.
„არარეალურად ბევრ სიხშირეებს ითხოვენ, პრაქტიკულად დღეში უნდა იყოს ექვსი რეისი. უკვე საკითხავია უკან დაბრუნდა მოსკოვი დედაქალაქად თუ დარჩა თბილისი დედაქალაქად. არ ვიცი რაში გვჭირდება ექვსი რეისი დღეს მოსკოვში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ავიაცია რუსეთში ფრენებს შეწყვეტს, თუ ეს მოლაპარაკებები ისე დამთავრდა, როგორც რუსებს სურთ,“-განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






