სახალხო დამცველის თქმით, რამდენიმე უვადო პატიმრის შეწყალება შესაძლებელია და ეს აანაირი საგანგაშო შედეგს არ გამოიღებს.
ნანუაშვილი გლდანის ციხეში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იქ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საუბარი უნდა დაიწყოს.
„რამდენიმე საქმე შეწყალების კომისიაზე იყო განხილული, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა. ეს არის ძალიან სამწუხარო. მე პირადად ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსჯავრდებულის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება არის შესაძლებელი და ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს ქვეყანაში... ჩვენი წარმომადგენლები ამ წუთებში შესულები არიან მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ მათ მდგომარეობას ვეცნობით. ის პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, არის რეალური. რამდენიმე თვის წინ მოხდა გარკვეული რეგულაციის შეცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი უვადო მსჯავრდებულებისთვის. მე ვფიქრობ, საჭიროა საუბარი გაიმართოს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ უვადო მსჯავრდებულებს", - აღნიშნა ნანუაშვილმა
მასალის გამოყენების პირობები






