თავად საშველი სამაშველო, გაუმართავი სახანძრო და ხანძრის გამო ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახი
პოლიტიკა - 13:57, 27 Jan, 2015     1462
ჩოხატაურში სოფელ გუთურში ჩხიკვიშვილების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. მომხდარის მიზეზად სახანძრო დახმარების მანქანის გაუმართაობა სახელდება.
როგორც "ნიუპოსტთან" თვითმხილველებმა განაცხადეს, ცეცხლის ლოკალიზებას მხოლოდ ერთი სახანძრო მანქანა ცდილობდა, რომელიც საკმაოდ ძველი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის სახანძრო მანქანის ავზი მცირე რაოდენობით წყალს იტევს, რის გამოც მას წყლის მოსატანად გარკვეული მანძილის გავლა უწევდა.
ადგილობრივების განცხადებით, მოგვიანებით ცეცხლის ჩაქრობაში ოზურგეთიდან გამოძახებული სახანძრო მანქანებიც ჩაერთვნენ, რომლებიც შეტყობინების მიღებიდან შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ. ამ დროს სახლის დიდი ნაწილი უკვე დამწვარი იყო, შესაბამისად, მეხანძრეებმა სახლის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
წინასწარი ინფორმაციით, სახლს ხანძარი სავარაუდოთ ელექტროგაყვანილობის გამო გაუჩნდა."ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სახლი სახანძროს გაუმართავი ტექნიკის გამო დაიწვა. მოვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას. მუნიციპალიტეტის იმდენი სახანძრო მანქანა არ ჰყავს, რომ ხანძრის ლოკალიზება მოახდინოს. სანამ სახანძრო მანქანა ოზურგეთიდან ჩამოვა, მანამდე სახლისგან არაფერი რჩება. მინდა გითხრათ, რომ სარჩელი შემაქვს სასამართლოში.” – აცხადებს დაზარალებული მამუკა მგალობლიშვილი.
სამაშველო და სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან 3 წუთში მივიდა. "გამოხებიდან 3 წუთში ჩვენი ბრიგადა იქ იყო, მაგრამ, იმდენად ძლიერი იყო ცეცხლის კერა, სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა.” – აცხადებენ სამაშველო და სახანძრო სამსახურის პრესცენტრში.
"ძველი მანქანებია. პარკი მთლიანად შესაცვლელია, ეს მანქანები შეკეთებას აღარ ექვემდებარება. სამი მანქანა გყავს და სამივე უვარგისია",- განაცხადა ერთ-ერთმა მეხანძრემ.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ხანძრის შედეგადად დაზარალებულების მდგომარეობას, სპეციალური კომისია შეისწავლის. თუმცა რა სახის და რა ოდენობის თანხით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს ამ დროისთვის უცნობია.

თეა იოსელიანი - გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42