დავით უსუფაშვილმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ფერეიდნელ ქართველებს სიტყვით მიმართა
პოლიტიკა - 13:31, 27 Jan, 2015     1493

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, ისპაჰანში ფერეიდნელ ქართველებს შეხვდა.

დავით უსუფაშვილმა ფერეიდნელებს დიდი ქართველები უწოდა, მისი თქმით ისინი ნამდვილ ქართულ ხასიათს არ კარგავენ, მიუხედავად იმ შორი გზისა, რომელიც საქართველომდე აშორებთ.

„მე აქედან მიმაქვს ყველაზე მთავარი გზავნილი, ის გზავნილი რაც პატარა ბიჭუნამ მოგვახსენა აქ და გადასცა თავის თანატოლ ბავშვებს. ჩვენ ახლგაზრდა თაობებს უნდა მივცეთ ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ საქართველოში, მთავრობაც, პარლამენტიც, და ძალიან ბევრ სასიკეთო წამოწყებებს მალე ვიხილავთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თქვენ რაც საქართველოსთვის გააკეთეთ, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის და სიხარულისთვის, რასაც ჩვენ აქ ვგრძნობთ და რასაც ჩავიტანთ აქედან საქართველოში. დიდი მადლობა იმისთვის რომ ისტორიულ სამშობლოდან შორს თქვენ ნამდვილ ქართულ ხასიათს ინარჩუნებთ. ეს ნამდვილი ქართული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ თქვენ ერთგულად ემსახურებით იმ სახელმწიფოს, რომელშიც ცხოვრობთ. მთელი გულით და სიყვარულით გწამთ ის რელიგია, რაც გწამთ და აძლევთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს ადამიანებს, როგორ უნდა ვიყოთ განსხვავებული, მაგრამ ვიცხოვროთ ერთად ძმურად და მეგობრულად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42