დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს საარსებო მინიმუმის გაზრდა - წერეთელი
პოლიტიკა - 13:31, 27 Jan, 2015     872
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ხელისუფლებას საარსებო მინიმუმის ოდენობის გადახედვისკენ მოუწოდებს.
წერეთელი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურების პირობებში უმნიშვნელოვანესია საარსებო მინიმუმის ოდენობის გაზრდა მოხდეს.

"ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ ძალიან გააუარესა ჩვენი თანამოქალაქეების მდგომარეობა, განსაკუთრებით ვისაც ძალიან უჭირს. ფასები იმატებს პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, ასეთ ვითარებას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. ადამიანებს კრედიტები დოლარში აქვთ აღებული და ამ ვითარებაში ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. უნდა ავღნიშნოთ რომ მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ, საინვესტიციო, საბიუჯეტო ხარჯების თუ სხვა, გამოიწვია ეს მდგომარეობა. არც რაიმე კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ და არც ჩვენს მიერ შეთავაზებულ ინიციატივებს ითვალისწინებენ. ეს ეხება საარსებო მინიმუმს. რეალურად იმ კვლევებით, რომელიც დღეს არის არასამთავრობო თუ სხვა ექსპერტულ წრეებში საარსებო მინიმუმი გაცილებით აღემატება სახელმწიფოს მიერ დადგენილს, რომელიც 160 ლარია. იმ პირობებში, როცა მსყიდველობით უნარიანობა შემცირებულია, მაგალითად პენსიას თუ შევადარებთ დოლარის კურსს ის გახდა 75 დოლარი, მაშინ როცა ჩვენ დავტოვეთ 2012 წელს ის იყო 90 დოლარზე მეტი. შესაბამისად, ყველა სოციალური გასაცემელი დღეს თავისი მსყიდველობითი უნარიანობიდან გამომდინარე არის ნაკლები და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოდ მთავრობამ უნდა გადაიანგარიშოს საარსებო მინიმუმი და მეთოდოლოგია, რომელიც 2003 წლის შემდეგ არის და არ შეცვლილა 12 წლის განმავლობაში. მასში უნდა მოხდეს კორექტირება. არსებობს სხვადასხვა მიდგომები საარსებო მინიმუმის გაანგარიშების. მე ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯინ უნდა გადაიდგას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით მათვის ვისაც უჭირს, მათი გასაცემლები უნდა გადაანგარიშდეს და გაიზარდოს აუცილებლად."-განაცხადა გიგი წერეთელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42