საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
პოლიტიკა - 11:58, 27 Jan, 2015     1400

საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
დოკუმენტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიამდე ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.
საქართველოში არსებული ხელსაყრელი პირობები ბიზნესის საწარმოებლად, ქვეყნის მტკიცე რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და სატრანზიტო პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის ძირითადი თემები იყო.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციას. ამასთან ერთად, ეს ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოსა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანობენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა ლიტვასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის მნიშვნელობას.

· სავაჭრო ბრუნვა ლიტვასთან 30.5 პროცენტით გაიზარდა და 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა;
· ექსპორტი თითქმის 46 პროცენტით, 32 მილიონ დოლარამდე გაიზარდა;
· იმპორტი 21 პროცენტზე მეტით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა;

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე ისაუბრა ლიტვის პრემიერ-მინისტრმა. ალგირდას ბუტკევიჩიუსის განცხადებით, საქართველოს და ლიტვას საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ და ლიტველი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით.
„მე ჩამოვედი საქართველოში, რომ სტიმული მიმეცა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლიტვის პრემიერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42