ლანჩხუთის ტყეში, აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხანძრის კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ნიუპოსტს" ლანჩხუთის სატყეო სააგენტოს უბნის უფროსმა, ნუგზარ ჩხაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ხანძარმა 2 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა და ამ მონაკვეთში ტყე მთლიანად გაანადგურა.
ხანძრის ლიკვიდაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ და მაშველებმა. ადგილობრივი მაშველების ჯგუფი, დღეს, დილამდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, რომ არ მომხდარიყო ხანძრის კერების ხელახალი წარმოშობა.
აგარაკის მახლობლად არსებულ ტყეში ხანძარი ორი დღეა მძვინვარებდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია, უგზოობისა და გაუვალი ტერიტორიების გამო ვერ ხერხდებოდა. რის გამოც, ხანძარმა საფრთხე, ლანჩხუთის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, განსაკუთრებით კი აგარაკს, შეუქმნა.
თეა იოსელიანი - გურია
მასალის გამოყენების პირობები






