უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე დღეს სტრასბურგში დებატები გაიმართება. შესაძლოა, სწორედ ეს დებატები გახდეს გადამწყვეტი რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ხვალ გახდება ცნობილია შეუჩერებს თუ არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილებას. უკრაინელი დეპუტატები ევროსაბჭოში შეკრებილებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და ჰუმანიტრულ მდგომარეობაზე ისაუბრებენ. როგორც ქართველი დეპუტატები ამბობენ, ეს იქნება წინასწარი მოსმენა იმისა, თუ როგორი იქნება ევროსაბჭოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით.
„აპრილის შემდეგ, როდესაც რუსეთის დელეგაციას, ევროსაბჭოში შეუწყვიტეს ხმის მიცემის უფლება, ფაქტიურად რუსეთს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგია იქით, რომ ვითარება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ დღე იღუპება უამრავი ადამიანი. თუ ევროსაბჭოს არ შეუძლია უშუალოდ მშვიდობის დამყარება, მან ის მაინც უნდა მოახერხოს, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - განაცხადა მაღრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






