არასამთავრობო ორგანიზაციები “შუღლის გაღვივების შესახებ” კანონპროექტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურებიან.
მათი თქმით, სამინისტროს არგუმენტები ვერ აბათილებს კრიტიკას, რომელიც შემოთავაზებული კანონპროექტის სადაო დეტალებს ეხება.
ამიტომ მესამე სექტორის წარმმადგენლები ფიქრობენ, რომ პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის ალეტარნატიული ვარიანტი შესთავაზონ.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელის თამთა მიქელაძის თქმით, კანონპროეტქში ბევრი ნორმა საკმაოდ ბუნდოვანია და ის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლება.
არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ კანონის მიღება აუცილებელია, თუმცა ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არ უნდა ზღუდავდეს.
„კონკრეტული უფლებების შეზღუდვას ნამდვილად ვერ დავუჭერთ მხარს, ეს გარკვეულწილად გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები, ალტერნატიული პროექტები,“ - განაცხადა ნინო ელბაქიძემ.
შსს-მ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ „კანონმდებლობა, რომელიც შუღლის გაღვივების კრიმინალიზაციას ახდენს, ემსახურება იმის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს შესაბამისი ჯგუფების ძალადობრივი „განცაკლკევება“ მთლიანი საზოგადოებისგან და მათი მიზანში ამოღება“.
მასალის გამოყენების პირობები






