უმრავლესობის დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ გასულ სიუჟეტს კიდევ ერთხელ ეხმაურება და „რუსთავი 2“-ს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.
თამაზაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ შავი პიარ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.
„რუსთავი 2" ჩემი ოჯახის და ჩემს წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. არჩილ მაისურაძე გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი და როგორც ყველა ჩემ მეგობარს ვეხმიანებოდი ფეისბუკზე. „განსხვავებულ აქცენტებში“ გასული ინფორმაცია არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა და ამისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - აცხადებს თამაზაშვილი.
არჩილ მაისურაძე გასული წლის ივნისში თელავის ცენტრში ჩაცხრილეს. სალომე მაისაურაძემ გადაცემა „განსხვავებული აქცენტებში“ ამ საქმესთან დეპუტატ ლექსო თამაზაშვილის გარკვეულ შემხებლობაზეც ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






