ზუგდიდის ცენტრში დევნილთა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი დევნილთა სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს ახალი უფროსის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები 2 სააათის განმავლობაში სამინისტროს რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს სამსახურში არ უშვებდნენ.
მათი მოთხოვნაა, რომ აქციის მონაწილეებთან მინისტრი სოზარ სუბარი ჩავიდეს. როგორც ზუგდიდის ცენტრში შეკრებილები ამბობენ, მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ბინები პირველ რიგში გადასცემოდათ სოციალურ დაუცველ დევნილებს და იმ ადამიანებს, ვისაც სახლში შშმ პირები ჰყავთ.
მათი ინფორმაციით, ამის სანაცვლოს ბინები ისეთ კატეგორიებზე გადანაწილდა, ვისაც არ ეკუთვნოდათ. აქციაზე დევნილთა ნაწილი ხობიდან იყო ჩასული. ისინი ამბობდნენ, რომ მათ საცხოვრებელ სახლში არ აქვთ არც ელექტროენერგია, არც წყალი და მოუწესრიგებელია კანალიზაციის სისტემა.
სწორედ ამიტომ, ისინი მინისტრს სთხოვენ, ჩავიდეს მათთანდ და ადგილზე მოინახულოს, თუ როგორ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, რამდენჯერმე სამინისტროს მიმართეს განცხადებით, რომელსაც თან ჰქონდა დართული ვიდეო მასალა, სადაც მათი ცხოვრების პირობები იყო ასახული. როგორც დევნილები ამბობენ, ამის მიუხედავად, მათ არანაირი დახმარება არ მიუღიათ.
ერთი თვის წინ დევნილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე და საქმეთა მწარმოებელი გაათავიოსუფლეს. ერთ-ერთი ვერსიით მათი გათავისუფლება ბინების არასწორედ გაცემას მოჰყვა. იყო ვერსია, რომ ფულის აღების შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ ასე მოხდა ახალ ბინებში დევნილების შესახლება. აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციის „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელიც შეურთდა. თეონა ქარდავას თქმით, თუ მინისტრი სუბარი არ ჩავა ადგილზე და დევნილთა საკორდინაცუიო საბჭოს არ შეხვდება, სამინისტროს რეგიონული სამმართველოს ახალ უფროსს სამსახურში არ შეუშვებენ.
მასალის გამოყენების პირობები






