პარტია „გაერთიანებული „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბოლო დროინდელ საკადრო ცვილებებზე საუბრობს რომელიც ძალოვან უწყებებში მოხდა.
პარტიის ლიდერის განცხადებით, თუ ეს ადამიანები მართლაც ჩართულნი იყვნენ გამოძიების ხელის შეშლის პროცესში და აქამდე ისევ თანამდებობებზე რჩებოდნენ, ეს ერთი უბედურებაა, ხოლო თუ ეს ადამიანები არაფერ შუაში არიან და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის გამო გადადგნენ, არც ეს არის ქვეყნისათვის კარგი.
„ამ გადადგომების შემდეგ თავისთავად ისმება კითხვა - რატომ მუშაობდნენ ეს ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროში აქამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადნახევრის განმავლობაში. ის ადამიანები, რომელთაც ქონდათ კონტაქტები და ვალდებულებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამაზე პასუხი უნდა აგოს „ქართულმა ოცნებამ“ და მარტო ჭიკაიძის გადადგომა ბუნებრივია საქმეს ვერ უშველის. ჭიკაიძე არ იყო პოლიტიკური ფიგურა, აქედან გამომდინარე ვერც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას შეძლებს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კულუარებიდან მართავს ქვეყანას“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






