„გვახსოვს 2013 წელს როგორ წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად, თუმცა წლების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დიდი ჩავარდნა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღესაც ანალოგიურად წარადგინეს ახალი მინისტრი, თუმცა საზოგადოებას იმედგაცურება ელის უახლოეს მომავალში. ქვეყანაში დანაშაულის მდგომარეობა არის უმძიმესი, გაბატონებულია ორგანიზებული დანაშაული, ქუჩაში ძალადობა და ყაჩაღობა, რეკეტი და გამოძალვა, შეკვეთილი მკვლელობები. გაბატონებულები არიან კრიმინალები, მაშინ როცა მუდმივად ხდება პოლიციელების და სამართალდამცავების დამცირება. ამაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მთელს მთავრობას მართავს პაიკიებივით. თუმცა ასევე პასუხისმგებელია ღარიბაშვილიც და ასევე პასუხისმგებელია გომელაურიც, რომელიც 2013 წლიდან იყო შს მინისტრის მოადგილე და თუ რაიმე კარგის გაკეთების შესაძლებლობა და უნარი ჰქონდა აქამდე შეეძლო გაეკეთებინა. მეორე მხრივ, გომელაური შერჩეული არა კვალიფიკაციის მიხედვით არამედ ივანიშვილის პირადი მორჩილების კრიტერიუმის მიხედვით. იგი დიდი ხანი იყო ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი. დღესაც, ბუნებრივია, ის დამოუკიდებელ ნაბიჯებს ვერ გადადგამს და იქნება არაფორმალური მმართველის ივანიშვილის პაიკი, მარიონეტი და ზოგადად, ამ ცვლილებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში ამ სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ მოქალაქეს და მინისტრების ცვლილება არავითარ ხელშესახებ განსხვავებას არ მოგვიტანს.“- განაცხადა აკაკი მინაშვლმა.
მასალის გამოყენების პირობები






