ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:46, 26 Jan, 2015     1920

ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს საფუძველი ჩაუყარა.

როგორც „ფეისბუქის“ პირად გვედრზე დოლიძე წერს, მას ნატო-ში მუშაობა იმ პერიოდში მოუწია, როდესაც ურთულესი და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე იდგა მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს ნატო-ში ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე წარმოვადგენდი. მადლობა უკლებლივ ყველას, ვინც უელსის სამიტამდე ერთი წლით ადრე ნდობა გამომიცხადა და მხარი დაუჭირა ჩემთვის ამ უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებას.

პირველ რიგში, მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩვენი სამხედროების მიმართ ნატო-ში არსებული განსაკუთრებული პატივისცემა. აქ ხშირად და დიდი მოწიწებით საუბრობენ ქართველი მებრძოლების განსაკუთრებულ პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე. ჩვენს ჯარისკაცებს დიდი წვლილი შეაქვთ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაში. მინდა ქედი მოვიხარო ყველა ქართველი სამხედროს წინაშე, რომელიც საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავს საქართველოს ინტერესებს!

ნატო-ში მუშაობა სწორედ იმ პერიოდში მომიწია, როდესაც ურთულესი და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე იდგა მთელი ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობა.

იყო განსხვავებული მოლოდინები და წინააღმდეგობრივი შეფასებებიც - ვფიქრობ, 2014 წლის სექტემბერში, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისათვის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და ამ პროცესში ჩართულ პარლამენტის ყველა წევრს. მინდა, აღვნიშნო მთავრობის ყოფილი წარმომადგენლების მაია ფანჯიკიძის, დავით ზალკალიანის, ბუკა პეტრიაშილის, ირაკლი ალასანიას და მიხეილ დარჩიაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი უელსის სამიტის შედეგების მიღწევაში.

ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს მთელ დიპლომატიურ კორპუსს, მათ, ვინც საფუძველი ჩაუყარა ნატო-საქართველოს ურთიერთობებს და სხვადასხვა ეტაპზე თავისი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში. უელსის სამიტის წარმატებები მრავალწლიანი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს ეფუძნება.

დიდი მადლობა ნატო-სთან საქართველოს მისიის სრულ შემადგენლობას, ჩემს ყოფილ კოლეგებს (საქართველოს ელჩებს), მათ შორის ჩემს ახლადშეძენილ ჩემთვის ძვირფას მეგობრებს. ამაყი ვარ, რომ თქვეთან ერთად ვმუშაობდი!

მალე უკვე სხვა პოზიციიდან, თუმცა, იგივე ძალისხმევით ჩავერთვები საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი დემოკრატიული განვითარების საქმეში.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემებისა და საფრთხეების სწორად გააზრება და ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესების გარშემო კონსოლიდაცია. დარწმუნებული ვარ, კატეგორიულობისაგან გათავისუფლებით, პრინციპების ერთგულებით, წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებითა და ქვეყნის ისტორიის უკლებლივ ყველა ეტაპზე მიღწეულ წარმატებებზე შენებით აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავებას!", -წერს ლევან დოლიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42