უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომალაურის დანიშვნას ეხმაურება.
„ნიუპოსტთან“ საუბარში მიროტაძე აცხადებს, რომ გომელაური წარმატებული მინისტრი იქნება, რადგან აღნიშნულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„ვფიქრობ, რომ გომელაური წარმატებული მინისტრი იქნება. ვისურვებდი ორ რამეს, რითაც ბატონმა ვახტანგმა მუშაობა უნდა დაიწყოს, ერთ არის ის, რომ აუცილებელია რეფორმების განხორციელება ამ სისტემაში რომელიც თავის დროზე მონსტრად შექმნა სააკაშვილს-მერაბიშვილის რეჟიმმა. მათ აწყობდათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილიყო მონსტრი, რომელიც შეძლებდა ადამიანების დაშინებას. ვისურვებდი, რომ ბატონმა გომელაურმა დაიწყოს მონსტრის რღვევა რეფორმებით. მინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან ბევრი ახალგაზრდა სახე ვნახო. იმედია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააცნობიერებენ იმას, რომ ამ სისტემაში მუშაობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანების უსაფრთხოებაზე ხარ პასუხისმგებელია“, - განაცხადა მიროტაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური ცოტა ხნის წინ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






