პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ხდება.
კონსტანტინე კუბლაშვილის თქმი, შეხვედრაზე საუბარი იქნება კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი შეფასდება.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ყველაზე მთავარი კეთილსინდისიერება და სამართალში კვალიფიკაციაა.
„ჩემი აზრით ეს ორი მთავარი პრინციპი იქნება ასარჩევად და დანარჩენი უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მან უნდა შეარჩიოს კანდიდატი. ჩემი აზრით, ის სწორედ ამ კრიტერიუმებს გაითვალისწინებს, როდესაც თავის რჩეულს წარმოადგენს. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მედიაში გავრცელებულ შესაძლო კანდიდატებს, ვერც ერთ მათგანზე კონკრეტულ კომენტარს ჯერჯერობით ვერ გავაკეთენ. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ღიად შეხვედრა და საუბარი ისურვა. ეს პირიქით კარგია“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






