არ ვაპირებ პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან- თამაზაშვილი
სოც.მედია - 19:42, 25 Jan, 2015     3313
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პრემიერ-მინისტრის ცოლიძმა ლექსო თამაზაშვილი ტელეეთერში მის შესახებ გასულ გადაცემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს.

„მინდა გამოვეხმაურო, ტელეკომპანია „რუსთავი2“- ზე გასულ გადაცემას. ქ. თელავში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ჩემმა სახელმა და გამოქვეყნდა პირადი მიმოწერა არჩილ მაისურაძესთან. ისე როგორც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც აღნიშნულ ტელეკომპანიას მივიჩნევ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სამსახურად, რომელიც ჩემი ოჯახის, მიმართ წლების მანძილზე, როგორც წესი გამოირჩევა სუბიექტურობით და დაკავებულია შავი პიარით.

სწორედ შავი პიარი მგონია განსაკუთრებით და საეჭვოდ ხშირად გასული ანონსი, აღნიშნული გადაცემის. რაც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს მე რაიმე კავშირი მქონდა ამ შემზარავ დანაშაულთან ან დანაშაულის დაფარვასთან. სუბიექტურობით გაჯერებულ ამ გადაცემაშიც კი შავით თეთრზე ჩანდა, რომ გარდა გულწრფელი დახმარებისა, არჩილ მაისურაძის მიმართ (ეს ამბავი არჩილის დამ, სალომე მაისურაძემაც დაადასტურა გადაცემაში) სხვა არაფერი არ იკვეთება და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით დასმული კითხვები და ვარაუდები გაჟღერდა.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არჩილ მაისურაძე ჩემი ბავშვობის მეგობარი გალხდათ და ვთხოვ ყველას შეწყვიტოს ყოველგვარი სპეკულაციები აღნიშნულ თემაზე. იმედი მაქვს სამართალდამცველები გამოიძიებენ ამ საქმეს და ყველა დამნაშავე მიიღებს შესაბამის სასჯელს.

P.S. არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან , რომელსაც საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახური შეარქვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42