უსუფაშვილი ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 19:02, 25 Jan, 2015     1765

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სიტყვით გამოვიდა.

პარლამენტის თავმჯდომარე აუდიტორიას საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რეგიონულ კონტექსტზე და თანამედროვე, გლობალურ პოლიტიკაზე ესაუბრა.

დავით უსუფაშვილის საჯარო ლექციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ირანის მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს, ალიაქბარ ჰაშემ რავსანჯანის შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ კავშირებს. ალიაქბარ ჰაშემ რავსანჯანიმ, თავის სიტყვაში, ყურადღება გაამახვილა ქართველთა კვალზე ირანის ისტორიაში, მის ვიზიტზე საქართველოში და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და საერთაშრისო გადაზიდვები.

მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ირანელი ბიზნესმენები საქართველოთი დაინტერესებულნი არიან და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროექტების მიმართ ინტერესს გამოხატავენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მასპინძელ მხარეს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გლობალური შემაფერხებელი ფაქტორები მალე აღმოიფხვრება და ქვეყნები უფრო აქტიურ და სრულფასოვან ეკონომიკურ თანამშრომლობას შეძლებენ.

დავით უსუფაშვილმა ევროკავშრთან ასოცირებაზე და იმ ეკონომიკურ პერსპექტივებზეც ისაუბრა, რასაც ევროკავშირთან ვაჭრობის შეახებ შეთანხმება იძლევა არამხოლოდ სქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.

რეგიონულ უსაფრთხოებაზე, საუბრისას, განხილული იქნა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ „მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაც“, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპული პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველოს და ირანის ისლამურ რესპუბლკას შორის არსებული ურთიერთობა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა შეიძლება გააჩნდეთ სახელმწიფოებს მიუხედავად მათი პოლიტიკური, რელიგიური, თუ კულტურული განსხვავებებისა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42