მე მას დავპირდი, რომ მის პატრონამდე მივაწვდენდი ხმას... ჩვენ შევძელით...
სოც.მედია - 16:09, 25 Jan, 2015     2844
თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარის ფეისბუქგვერდზე ამ თავშესაფრის ბინადარის, გერმანული ნაგაზის საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი, ის რამდენიმე დღის წინ უზნაძის ქუჩაზე ნაგაზი იპოვეს და თავშესაფარში მიიყვანეს :

”თითქმის 24 საათია, 55–ე ვოლიერის ძაღლებმა მოსვენება დაკარგეს... გერმანული ნაგაზი ერთი წუთითაც არ ჩერდება, ყეფს და უხმობს პატრონს... ამ წუთამდე, წყალსაც კი არ დააკარა პირი... ვოლიერის კედლებს აწყდება და გადმოხტომას ლამობს...

მე მას დავპირდი, რომ მის პატრონამდე მივაწვდენდი ხმას...

თქვენი დახმარების იმედი მაქვს...

ყველანი ერთად შევძლებთ, უმოკლეს დროში შევახვედროთ დაკარგული ნაგაზი პატრონს...” ყვება ნაგაზის ისტორიას თავშესაფრის თანამშრომელი.

საბოლოოდ დაკარგული ძაღლის ისტორია ბედნიერად დამთავრდა და თავშესაფარის ფეისბუქგვერდზე ამ ბედნიერი დასარულის შესახებაც გაავრცელეს ინფორმაცია:

”დაკარგულმა გერმანულმა ნაგაზმა პატრონი იპოვა!!!

ამ პირიქით, პატრონმა გერმანული ნაგაზი იპოვა!!!

არჩილ მერებაშვილმა ლეკვობიდან გაზარდა ,,როკი'' , ის 8 დეკემბერს ერთი წლის გახდა...

დიდი მოუსვენარი ვინმეა, უყვარს ხელიდან დასხლტომა... ამ ჯერზე, თავშესაფარში ამოყო თავი... ჩემმა შვილმა ნახა ფეისბუკზე, მაშინვე გამოვქანდით... ვინც ჩავეტიეთ მანქანაში, ყველანი წამოვედით...

მინდა მიამბონ ,,როკიზე'' , ისინი კი, ჩქარობენ მასთან შეხვედრას..

55–ე ვოლიერის კარები გაიღო და ...

ყველას დანახვა გაუხარდა ,,როკის'', მაგრამ არჩილთან შეხვედრა, დიდი ხნის მონატრებულ მეგობართან შეხვედრას ჰგავდა....

ჩვენ შევძელით... ყველამ ერთად შევძელით, რომ ხმა მიგვეწვდინა ,,როკის'' პატრონამდე...

ახლა კი, გავაზიაროთ და გავაგებინოთ ყველას, რომ ძალა ერთობაშია, რომ ერთად დგომას, სასწაულის მოხდენაც შეუძლია!!!”





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42