ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მომავალ კვირას დაგეგმილ სესიაზე რუსეთის საკითხს განიხილავს. უკანასკნელ პერიოდში აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლებენის გამო, ნიდერლანდების მიერ მომზადებული რეზოლუციის თანახმად, რუსეთის დელაგაციას შესაძლოა უფლებამოსილება ჩამოართვან. ამავე საკითხს მიეძღვნება უკრაინის შესახებ მოხსენებაც, რომელსაც თავად უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი გააკეთებს.
საპარლამენტო ასამბლეაზე ქართული დელეგაციაც მიემგზავრება, რომელშიც როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან. დელეგაციის წევრები ვარაუდობენ, რომ რუსეთს არათუ არ აღუდგება მანდატი, არამედ სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრდება. ქართველი პარლამენტარების განცხადებით, ისინი აგრეთვე აპირებენ სესიაზე რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხიც დააყენონ, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.
მასალის გამოყენების პირობები






