დევნილთა მინისტრის სოზარ სუბაის თქმით, იური ვაზაგაშვილის მკველობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ძალიან ჰგავს.
ამის შესახებ სუბარმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე სასამართლოს წინაშე წარსდგება.
„სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ყოველგვარი განაჩენი გარეშექუჩაში ხოცავდა. იმ ხელწერას ძალიან ჰგავს ის რაც იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. თუმცა როგორც თავის დროზე ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა შეაჩერა ქუჩაში მკვლელობის სერია, ისე დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ყველა მათგანი სასამართლოს წინაშე წარსდგება პირველი დამნაშავის მიხეილ სააკაშვილი სახით“, - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






