„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაგრძელებაა იმ ძალადობისა, რაზეც მათ უარი თქვეს.
„ივანიშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობაზე: "ეს შედეგია იმ ძველი ძალადობისა. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით." -------------------------------- რაზე თქვით უარი, რის შემდეგაც მივიღეთ მოდელირებული ცოცხები, 9 თვის ბავშვის ქვევრში ჩახრჩობა, თათუხაშვილის და კორტავას სასტიკი მკვლელობები, ადამიანების დაუთოება, კრიმინალების მიერ პოლიციელების ცინიკური დახვრეტა, კიწმარიშვილის მკვლელობა, 90-იანი წლების რუსულ-ოლიგარქიულ სტილში და ახლა უკვე ვაზაგაშვილის აფეთქება საკუთარი შვილის საფლავზე? ივანიშვილო, რა იყო ის, რაზეც "უარი თქვი" და რის სანაცვლოდაც მოგვიტანე ეს ყველაფერი?!?!!“, - წერს ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






