მალხაზ პატარაია: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების გამარჯვებაა
პოლიტიკა - 14:56, 24 Jan, 2015     4221
23 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილება - მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე განსახილველად სამინისტროს დაუბრუნა.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა მიკაელ კადიევის ადვოკატი, მოძრაობა "დაბრუნების" თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

"თბილისის სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ და ბათილად ცნო ლტოლვილთა სამინისტროს აქტი მიკაილ კადიევისათვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ, აღუდგინა კადიევს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი და დაავალა სამინისტროს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებიებს გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.


ეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, მით უფრო იმ ფონზე, რაც რუსეთის დუმამ გუშინ მოიმოქმედა ანექსიის ხელშეკრულების რატიფიკაციით. რუსეთის აღვირახსნილი, კაცთმოძულე რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი უფლებადამცველის დაცვით, ჩვენ სერიოზული ალიყური ვუთავაზეთ პუტინს.


ვულოცავ, აფხაზთა კრების ორგანიზაციებს, ყველა პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ გაერთიანებას, პარლამენტარებს, უფლებადამცველებს, ჩემს კოლეგებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად და გულმხურვალედ ქომაგობდნენ მიკაილს. სწორედ ამ დიდმა საზოგადოებრივმა რეზონანსმა და მხარდაჭერამ განაპირობა ეს შედეგი. ვულოცავ მიკაილის ოჯახსა და ყველა ჩვენს მეგობარს დაღესტანში.


მიკაილ კადიევის საქმე ჯერ არ დასრულებულა. საქართველოს სახელმწიფომ მას ლტოლვილის სტატუსი უნდა მიანიჭოს. არ მოვადუნოთ ყურადღება, ფხიზლად ვიყოთ და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამას მიაღწევს.


12 წლის წინ სასამართლოში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიცავდი სამ ჩეჩენ პატრიოტს რუსეთში ექსტრადიციისაგან. მაშინ, როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ ერთიანი ვიყავით და წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენ მაშინ ქვეყნის ღირსებას ვიცავდით. გუშინაც ასე იყო. ჩვენ გუშინ ქართველი ერი ვიყავით, ჩვენ გუშინ ვიყავით საქართველო!


მიკაილ კადიევისათვის ბრძოლა გრძელდება.


არ გადასცე კადიევი რუსეთს! არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!" - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42