ექსპერტი ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომამ საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა.
ამის შესახებ ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
„ჭიკაიძის გადადგომის ამბავსაც ისე შევხვდი, როგორც მის დანიშვნას, ორივე შემთხვევაში - ნეგატიურად. ესეთ სერიოზულ პოსტზე, როგორიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტია, ფორმალური კანდიდატურის შერჩევა არასწორია. მინისტრობის პერიოდში ჩანდა, რომ ფორმალურად გაფორმებული თანამდებობრივი დანიშვნა იყო. გადადგომის გადაწყვეტილების მიმღები არ ვიცი ვინ არის, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, იგი რომ არ იყო ამ ყველაფრის წარმმართველი, ეს ჩანდა. ჭიკაიძის გადადგომამ თავისთავად წარმოშვა მის მიმართ ლეგიტიმური კითხვები, ანუ მართალი იყო ბატონი იური? მის პოლიტიკურ გამოუცდელობას ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, - ამბობს ექსპერტი.
კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი სამთავრობო გუნდში რომელიმე მინისტრის შეცვლა მოსალოდნელი, ალაფიშვილი ამბობს, რომ პრემიერმა არა მხოლოდ საკადრო, არამედ შინაარსობრივ ცვლილებებზეც უნდა იფიქროს.
„ეხლა იქნება ყველაზე კარგი დროა, რომ პრემიერმა არა მხოლოდ საკადრო, არამედ შინაარსობრივ ცვლილებებზე იფიქროს. მხედველობაში მაქვს სამთავრობო პროგრამის და სისტემური ცვლილების ხელახლა გააზრება და ამ ფუნდამენტური ცვლილებების მხარდამჭერი სამთავრობო გუნდის ხელახალი ფორმირებით წარდგომა პარლამენტის წინაშე“, - განაცხადა ალაფიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






