აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის შენობასთანწინ არასამთავრობო ორგანიზაციები და უხუცესთა საბჭო საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გუშინ დაწყებულ ფაქტს აპროტესტებენ, როდესაც პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს თანხა რუსული პასპორტის ამონაწერის მონაცემებით გადასცეს. როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, ეს მიზანმიმართულად ხდება, რადგან უკვე ჩამოტანილია ასობით რუსული პასპორტი, რომელიც მათი ინფორმაციით აფხაზ მოსახლეობაზე გაიცემა.როგორც ისინი ამბობენ, აფხაზეთის და რუსეთის ტერიტორიაზე მეტი პრივილეგიით ისარგებლებს ის პიროვნება, ვინც ამ პასპორტს აიღებს.
მათი ინფორმაციით, ამ ყველაფრით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რეფერენდუმისთვის ნიადაგს ამზადებს. როგორც ისინი ამბობენ, დე-ფაქტო ხელისუფლებას სურს, რომ რეფერენდუმის დროს აფხაზეთის ტერიტორიაზე რაც შეიძლება მეტი რუსეთის მოქალაქე დაფიქსირდეს.
ამ ფაქტს ასევე აპროტესტებს დე-ფაქტი პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადისლავ ბჟანია და მისი თანამოაზრეები. დაახლოებით 15 წუთის წინ იქ გამოიყვანეს სპეცრაზმი რა დროსაც შვიდი აქციის მონაწილე იქნა დაკავებული. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული ჯარიმის საფუძველზე ისინი დღის მეორე ნახევარში გათავისუფლდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






