დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარის თქმით, არასწორია საუბარი იმაზე, რომ ყველა ვისაც იური ვაზაგაშვილი ხელს ადებდა დამნაშავეა.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც ვაზაგაშვილი ხელ ადებდა, მაგრამ შესაძლოა მათი ბრალი ვერ დადასტურდეს.
„არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ დამკვეთები და მონაწილეები არიან. მათ პასუხი უნდა აგონ დანაშაულეზე, თუმცა არიან ადამიანები, ვიზეც ბატონ იურის შეიძლებოდა ეჭვი ჰქონოდა, მაგრამ მათი ბრალი ვერ დადასტურდეს. დღეს იმის თქმა, რომ ყველა ადამიანი, ვიზეც ბატონი იური ლაპარაკობდა დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს, არასწორი იქნება. გამოძიება რომ უნდა დასრულდეს ძალიან ჩქარა, ამაზე მთელი საქართველო თანხმდება. ყველას პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისის დანაშაულში“, - განაცხადა სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები






