"ალექსანდრე ჭიკაიძეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა"
პოლიტიკა - 09:57, 24 Jan, 2015     7708
ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძეს თანამდებობა ბიძინა ივანიშვილმა დაატოვებინა, - ამის შესახებ ალასანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
"ჭიკაიძეს უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მას თანამდებობა დაატოვებინეს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ან ქვეყანაში მის დაბრუნებას. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, არ არის საკმარისი. ბუნებრივია, მთელი სიმძიმე ამ პერიოდის განმავლობაში არაკომპეტენტური, არაკვალიფიციური კადრების წინ წამოწევის და მათთვის ამხელა უწყებების ბედის ჩაბარების პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა იმ შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, კრიმინოგენურზე, რაც ქვეყანაშია და არაპირდაპირ კი, ეს არის ბუნებრივი შედეგი არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც არაფორმალური მართვით ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა", - აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას თქმით, სამართალდაცვით სისტემასა და პროკურატურაში ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები არასწორი იყო, ყველა იყო შეცდომა.
"პირველ რიგში, უნდა შეგვეცვალა სისტემა და მართვის მოდელი ძალოვანი სტრუქტურების და პროკურატურის. ახლა, როდესაც ე.წ. კაბელების საქმე გახდა ცნობილი და იქაც აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად, ხელში არაფერი აქვთ, ჭიმავენ და დებენ სასამართლო განხილვებს, ამის მერე დადგა და აღიარა ღარიბაშვილმაც და ივანიშვილმაც, რომ პროკურატურის სისტემაში თურმე რეფორმაა ჩასატარებელი, მანამდე ყველაფერი კარგად იყო", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ პროკურატურისა და ზოგადად, სამართალდამცველი სისტემის ძირეული რეფორმაა დასაწყები.
მისივე თქმით, სამართალდაცვითი ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილისგან უნდა გაიყოს, ორი უწყება უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებზეც, როგორც საპარლამენტო, ასევე ძალიან მაღალი სამოქალაქო კონტროლი იქნება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42