„ჩვენ გვქონდა ასეთი გეგმა, რომ სანამ არ დასრულდებოდა გამოძიება, მაქსიმალურად მის გვერდით დავდგებოდი, რომ ყოველგვარი ეჭვი გაქარწყლებულიყო იმისა, რომ ყველა დამნაშავე დაისჯებოდა, ბატონი იური დაწვრილებით მომიყვა ყველაფერს, ძალიან გახარებული იყო, რომ ახალი მოწმეები გამოჩნდნენ უკრაინიდან, რომლებიც ამყარებდა გამოძიების ეჭვებს და პრაქტიკულად ვისზეც ეჭვი ქონდა ბატონ იურის ყველანი ხვდებოდნენ პასუხისმგებლობის ქვეშ, გვარებიც ბევრი დაასახელა, როგორც მან მითხრა გამოძიებამ იცის მათ შესახებ.“
ივანიშვილის თქმით არსებობს იური ვაზაგაშვილის მკველობის ორი ვერსია პირველი ვერსიით მკვლელობის მიზანი მოწმეების დაშინება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა იყო. „მეორე ვერსიაა ის რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს ქვეყანაში შანტაჟი და არეულობა გამოიწვიონ, შიში და ნიჰილიზმი, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. ვარწმუნებ საზოგადოებას რომ ვერავინ ვერ შეძლებს ამას. ყველა ვინც მიიღო ამ საშინელებაში მონაწილეობა მკაცრად აგებს პასუხს.“- განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






