ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ჭიკაიძე ამ მთავრობიდან ერთ-ერთი უნიათო და არაკომპეტენტური მინისტრი იყო და საუბარი იმაზე, რომ ჭიკაიძე საკუთარი ნებით გადადგა სასაცილოა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი გაბაშვილის თქმით ჭიკაიძე იყო მინისტრი რომლის ხელშიც შინაგან საქმეთა სამინისტრო არათუ ვერ ებრძოდა, არამედ მჭიდროდ თანამშრომლობდა კრიმინალურ სამყაროსთან და ფაქტიურად ქურდების გაცილების სერვისად იქცა.
"კრიმინალი ფაქტიურად სახიფათოდ გაზრდილია და საზოგადოებას საკმაოდ ბევრ პრობლემას უქმნის, დაცულად დღეს თავს ვერავინ ვერ გრძნობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიკაიძის ხელში დაკავებული იყო მხოლოდ სტატისტიკის გაყალბებით და ეს იყო პასუხი ყველა პრობლემაზე, რომელიც დგას საზოგადოების წინაშე. ის იყო ერთ-ერთი სიმბოლო მართლაც ამ მთავრობის სტილისა, რომ ჭორაობებითა და შეთქმულების თეორიით უნდა რეალური პრობლემების გადაფარვა. ამ მინისტრს, ერთი წლის განმავლობაში ველოდებოდით პარლამენტში, რომ ყველა ამ საკითხზე დაგვესვა შეკითხვა და ის, მართლაც როგორც ერთ -ერთი სიმბოლო, სხვა უნიათო მინისტრებს შორის, ერთ-ერთი სიმბოლო უნიათობის, მართლაც იყო წასასვლელი, მაგრამ იმ ფონზე როცა ლარი ჩამოიქცა, როცა ეკონომიკური პრობლემებია ქვეყანაში, როც კრიმინალი სახიფათოდ გაზრდილია, როცა ხდება აფეთქებები, როცა ხდება შეკვეთილი მკვლელობები, ამ ფონზე, ერთი არაკომპეტენტური მინისტრის შეცვლა, რომელიც ბევრს არაფეს წყვეტდა დიდს არაფერს არს ცვლის. მთავარია, საქართველოში დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა, რომელსაც ყველა ეს პრობლემა მოაქვს ამ ქვეყნისთვის. ასე რომ ჩვენ არ მივტირით ბატონ ჭიკაიძეს, რომელიც არაფრის გამკეთებელი იყო როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მისი წასვლა პრობლემებს არ წყვეტს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ხელში ქვეყანაში არაფერი მნიშვნელოვანი არ შეიცვლება."- აცხადებს გაბაშვილი.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჭიკაიძეს "როგორც არ გადაუწყვეტია, რომ სადმე ვინმე დანიშნავდა, როგორც მინისტრი არ ყოფილა არასდროს, ისევე ვერ გადაწყვეტდა რომ გადამდგარიყო."
მასალის გამოყენების პირობები






