ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად...მთავრობაც უნდა გადადგეს - ინაშვილი
პოლიტიკა - 18:34, 23 Jan, 2015     2713
"პატრიოტთა ალიანსის" ერთერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრის პოსტიდან გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ვეხმაურები. ვაზაგაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებელია მთელი ხელისუფლება და არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელისუფლების ყოვლადგაუმართლებელმა პოლიტიკამ, კოჰაბიტაციის პროექტმა, თანამდებობებზე ზონდერების დაწინაურებამ, გახმაურებული საქმეების თაროზე შემოდებამ, სერიოზული მოწმეების გაწირვამ და არდაცვამ წაახალისა ტერორიზმი, წაახალისა ძალადობა, რომლის მსხვერპლიც დღეს იური ვაზაგაშვილია და ხვალ ვინ იქნება, კაცმა არ იცის. ჭიკაიძე ვერ იქცევა განტევების ვაცად. ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ინაწილებს მთელი ხელისუფლება და მაშინ მთავრობაც გადადგეს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევენები, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სამუდამოდ განიდევნოს საქართველოს პარლამენტიდან. ხელისუფლების 2 წლიანმა ჟღურტულმა ნაცისტებთან მიგვიყვანა ყარაფილას სასაფლაომდე. ვაღიაროთ, რომ დღეს საზოგადოება დაშინებულია. 2012 წლის ოქტომბერში მოპოვებული თავისუფლება, სილაღე, სიხარულის განცდა სამარცხვინოდ დამარხეს. ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მისთვის სამართალი უკვე აღარასდროს აღდგება... რომ წართმეულ ქონებას მას აღარავინ დაუბრუნებს... რომ მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას წლები დასჭირდება... ამას მიაღწია ხელისუფლებამ და კიდევ ამ საერთო ნიჰილიზმს ის დაემატა, რომ ქალაქში... ქვეყანაში შიში გაჩნდა. შიში იმისა, ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?"- წერსა ირმა ინაშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42