საქმე გვაქვს მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების მწვავე დეფიციტთან - "თავისუფალი დემოკრატები"
პოლიტიკა - 18:19, 23 Jan, 2015     1438

„თავისუფალი დემოკრატები“ ლარის კურსის ვარდნას დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გახარჯვას უკავშირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე საზოგადოების ყურადღება გვსურს მივაპყროთ ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებულ პრობლემაზე, რომელიც ძალინ დიდ ტვირთად აწვება ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

ჩვენ ვითვალისწინებთ რეგიონში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს და კარგად გვაქვს გაანალიზებული ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი გარე ფაქტორები, რომლებზეც, ბუნებრივია პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ვერ და არ უნდა დაეკისროს.

ამავე დროს, გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ გასული წლის ბოლოს შექმნილი ანალოგიური სავალუტო კრიზისის დროს მინისტრთა კაბინეტის ცალკეული წევრები თავს არიდებდნენ საჯარო განმარტებებს, მთავრობის ხელმძღვანელობის მხრიდან კი ხდებოდა სრულიად უსაფუძვლოდ გადაბრალება სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკურ სპექტრზე. პასუხისმგებელი პირების მხრიდან ინფორმაციის ნაკლებობამ კიდევ უფრო დაამძიმა ვითარება და გამოიწვია ვალუტის პანიკური გაუფასურება. სიტუაცია შედარებით დარეგულირდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმასრულებელი ხელისუფლება გამოფხიზლდა და კეთილი ინება, განემარტა საზოგადოებისთვის ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზები და გააცნო არსებული პრობლემების მოგვარების მისეული ხედვა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ბოლოს მოხდა საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილის გახარჯვა, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ავანსის სახით გაიცა. ავანსად გაცემული თანხების ხარჯვას დაემატა 2015 წლის საბიუჯეტო სახსრების ათვისებაც. ამ ფაქტორებმა საქართველოს ეკონომიკაში გამოიწვია მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდა. ამჯერად, საგარეო ფაქტორებთან ერთად, სწორედ ეს გახლავთ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

სამწუხაროდ, დღეს ისევ საქმე გვაქვს მთავრობის მხრიდან პასუხისმგებლობის აღების, მენეჯმენტის და კომუნიკაციის მწვავე დეფიციტთან. დღეს ჩვენ რეალურად საქმე გვაქვს მთავრობასთან, რომელსაც არ შესწევს უნარი: 1) დროულად და ეფექტიანად დახარჯოს მის მიერვე წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული საბიუჯეტო სახსრები; 2) გაურბის საზოგადოებასთან დროულ და საქმიან კომუნიკაციას და 3) ვერ იღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს როგორც სტაბილურ, ისე კრიზისულ ვითარებებში.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:

1) დაუყოვნებლივ განუმარტოს საზოგადოებას ლარის კურსის ვარდნის გამომწვევი მიზეზები და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სიტუაციის სწრაფად ნორმალიზების თვალსაზრისით.

2) ამასთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა და დაშვებული შეცდომების აღმოფხვრა, რომელმაც გამოიწვია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირება. უცხოელებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება არის ერთ-ერთი იმ მთავარ მიზეზთაგანი, რომელიც გახდა შემაფერხებელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ეს მიდგომა უმოკლეს დროში შესაცვლელია.

3) და ბოლოს, მძიმე ბიუროკრატია, პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და გაუაზრებელი რეგულაციები არათუ მ.წ. დაგეგმილ 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვერ უზრუნველყოფს, არამედ კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს რეგიონში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარებით გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე", - ნათქვამია "თავისუფალი დემოკრატების" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42