„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტს“ ფანჯიკიძემ განუცხადა, ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოტივად ბავშვური მიზეზი დაასახელა.
„ვინც არ უნდა დაგაბრალოს, თუ დამნაშავე არ ხარ, პოზიციები არ უნდა დათმო. მე ვფიქრობ, რომ ამ გადადგომას სხვა საფუძველი აქვს. ეს საფუძველი შეიძლება იყოს მისი მუშაობით გამოწვეული უკმაყოფილება არა მხოლოდ მთავრობის შიგნით, არამედ მის გარეთ. ასე ყველას შეუძლია ერთმანეთს რაღაც დააბრალოს, თუ ვიცი რომ სუფთა ვარ, არ გადავდგები. მე უფრო მგონია, რომ ეს მას გადაუწყვიტეს. მე საბუთი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის ეს მოვლენათა უცნაური განვითარებაა. მიზეზი, რომ მე რამეს მაბრალებდნენ და ამიტომ გადავდექი, ეს არის ბავშვობა. შინაგან საქმეთა მინისტრი ასე არ უნდა იქცეოდეს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერს გადადგომის თხოვნით ცოტა ხნის წინ იმართა. პრემიერმა მისი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები






